|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია პროპორციული ხმების გადათვლას ითხოვს

ქუთაისის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა საარჩევნო ბლოკმა „კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“.

საარჩევნო ბლოკი ქუთაისში მიღებული პროპორციული ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

საჩივრის წერილში ნათქვამია, რომ ხმები არასწორადაა დათვლილი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

 

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, საარჩევნო ბლოკის განაცხადს კომისია ხვალ განიხილავს.

„კახა კუკავას საჩივარი დღეს შემოვიდა და მისი განხილვა ხვალ მოხდება.  ამ დრომდე განხილული საჩივრებიდან 14  არ დაკმაყოფილდა,  2  განუხილველი დარჩა, ერთი ნაწილობრივ  და 3 საჩივარი დაკმაყოფილდა“-განაცხადეს #59-ე საოლქო კომისიაში. 

ამ დრომდე საოლქო საარჩევნო კომისიაში  40 საჩივარია შესული. საჩივრების მიღების პროცესი გრძელდება. 

 

 

ამ თემაზე: "არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა" - გოგი წულაია

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე