|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე  ყველა უბანს, ქუჩას და ადმინისტრაციულ ერთეულს სტუმრობს.

გუნდის წევრევრებთან ერთად ეცნობა მოსახლეობის მოსაზრებებს, კონკრეტული ქუჩისა თუ უბნისთვის საჭირო პრიორიტეტულ საკითხებს. საგულისხმოა ადგილობრივების აქტიურობა, რაც გუნდის გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა.        

მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს მოსახლეობასთან ერთად აფასებენ. აქ აქცენტი კეთდება ყველა იმ სასიკეთო ძვრაზე, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" შეძლო და მოახდინა. 

,,სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ ძლიერი სახელმწიფოს აშენება, რასაც უკან უდგას ძლიერი სამთავრობო ბირთვი.  საქმის დაწყება და ბოლომდე მიყვანა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია," - აცხადებს მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა