საახალწლო ფეირვერკებისათვის ქუთაისის მერია 16 408 ლარს გადაიხდის
ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ფეიერვერკებისათვის 16 408 ლარს გადაიხდის.
ელექტრონული ტენდერი NAT180017713 12 ნოემბერს გამოცხადდა.
ტენდერის პირობების მიხედვით, შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს ფეიერვერკების ინსტალაცია და გასროლა, ასევე ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე. მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მიმწოდებელს დაეკისრება. მასვე ეკისრება ტერიტორიის დასუფთავება.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ანალოგიური თანხის სადღესასწაულო ფეიერვერკების მიწოდების გამოცდილება.
სატენდერო წინადადებების მიღება 20 ნოემბერს იწყება და 22 ნოემბერს დასრულდება.
საახალწლო დეკორაციებისთვის მერიამ უკვე გამოაცხადა ორი ტენდერი. ელექტრონული ტენდერის NAT180016266 თანახმად, საახალწლო დეკორაციებისათვის შესაძენად 97 141 ლარი დაიხარჯება. ლითონის მაკომპლექტებელი ელემენტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT180016338 ტენდერის შედეგად მერია 11 682 ლარის მომსახურებაზე კომპანიასთან "მარტ სთილი" აფორმებს ხელშეკრულებას.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, საახალწლო დეკორაციები ქალაქის სხვადასსხვა უბანში განთავსდება.
ავტორი: ნიუპრესი