|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერიოში ხანძრის დროს დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილუროა. დაშავებული რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშოა გადაყვანილი.

ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.

შეგახსენებთ, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ავტორი: