საბერძნეთი მსოფლიოს საოცრების აღდგენას გეგმავს
საბერძნეთი, მას შემდეგ რაც ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისის პიკმა ჩაიარა, შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთის, როდოსის კოლოსის აღდგენას გეგმავს. ჰელიოსის 160 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება თავისუფლების ქანდაკებაზე 60 მეტრით მაღალი, ორიგინალ კოლოსთან შედარებით კი ხუთჯერ მაღალი იქნება.
"ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საბერძნეთს ამაყად და გამართულად დგომა კვლავ შეუძლია, ეს იქნება სიმბოლო ახალი ეკონომიკური აღმავლობისა", - ამბობს პროექტის ავტორი არის პალასი The Times-თან მიცემულ ინტერვიუში.
ანტიკური სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი როდოსის კოლოსი ქრისტესშობამდე მესამე საუკუნეში მინიწისძვრის შედეგად განადგურდა. კოლოსი კუნძულ როდოსის პორტში შუქურის როლს ასრულებდა. თანამედროვე კოლოსი კი მიწისძვრებისა და ქარებისგან დაცვის მიზნით ამორტიზაციულ სისტემას გამოიყენებს, რომელიც გარე შოკებს ჩაახშობს.
წინასწარი გათვლებით ჰელიოსის ქანდაკება $200 მილიონი უნდა დაჯდეს. ქანდაკებასთან დაკავშირებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი წელიწადში სავარაუდოდ $29 მილიონი იქნება.
ახალი კოლოსისთვის ადგილმდებარეობა შერჩეული არაა. კოლოსი არსებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქანდაკება იქნება. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ქანდაკების ტიტულს ჩინეთში, "გაზაფხულის ტაძრის ბუდა იკავებს" კოლოსი კი მასზე 3 მეტრით მაღალი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი