საბერძნეთის სკოლებში, შესაძლოა, ქართული ენა ასწავლონ
საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრს ბ-ნ ნიკოს ფილისს შეხვდა.
საქართველოს ელჩმა ბ-ნ ფილისს გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ქ-ნი თამარ სანიკიძისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბ-ნი გელა დუმბაძის ერთობლივი წერილი, საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის დაშვების თხოვნით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართული ენის სწავლების არჩევითი სასწავლო კურსი, დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
ავტორი: ნიუპრესი