საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. პროფკავშირები საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების რეფორმირებას აპროტესტებენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია საჯარო ტრანსპორტის მუშაობა, დაიხურა სკოლები და საავადმყოფოები. გაფიცვას შეუერთდნენ ტაქსის მძღოლები. საერთაშორისო კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმებით, წელს საბერძნეთმა პენსიების გაცემისთვის განკუთვნილი თანხა 2 მილიარდი აშშ დოლარით უნდა შეამციროს.
პროფკავშირები აცხადებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებები საბერძნეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა