|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის საქმეზე მეუღლე დააკავეს

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქართველი ქალის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მეუღლე ბერძენმა სამართალდამცველებმა ატიკის რეგიონში დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ათენის გარეუბანში 29 წლის საქართველოს მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციიის განცხადებით, იკვეთება ძალადობის ნიშნები,გარდაცვლილს ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

ნათესავები ქალს  გასული კვირიდან ეძებდნენ.

მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო. 
მოკლულის შვილების სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არ სურთ ბავშვებზე მეურვეობა მამამ აიღოს.

ოჯახის მეზობლების თქმით კი, როდესაც ყოფილი ქმარი სახლში მიდიოდა, ცოლთან ხშირად ჩხუბობდა.

 

 2020NEWS

ავტორი: ნიუპრესი