საჩხერეში, 15.00 საათისათვის ამომრჩევლის 46 პროცენტი მივიდა
საჩხერის #50 ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, უბნებზე 20 260 ამომრჩეველი მივიდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანანა მუმლაძის ინფორმაციით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46%–ია.
მისი თქმით, აქტივობა მაღალია და 6000–ზე მეტია პირველი ტურის ამ დროის მონაცმეებთან. მანანა მუმლაძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დაწერილია 1 საჩივარი. საჩხრეში 57 უბანი არის გახსნილი, სულ 42 291 ამომრჩდეველია რეგისტრირებული.
საჩხერეში მისცა ხმა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ. მან თავისი არჩევანი # 3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















