|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

ხუთდღიანი ჩაკეტვის შემდეგ საჩხერეში, პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უკვე ახერხებენ.

მათი თქმით, ცუდია საზღვრის ჩაკეტვა, რადგან ბევრ ადამიანს სურდა ახლობლებთან დღესასწაულზე გადმოსვლა.

მათივე თქმით, რამდენიმე დღიან იზოლაციას განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შეგახსენებთ, მარიონეტულმა რეჟიმმა დღესასწაულის გამო 30 დეკემბერს ერთადერთი გამშვები პუნქტი დაკეტა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა