საჩხერეში უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა
საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
რა მოხდა ადგილზე, ზუსტი მიზეზი უცნობია და გამოძიება დაადგენს.
ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში დამატებითი ჯგუფები იყვნენ გაგზავნილი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო და გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 20 ხმა