საჩხერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 89.06% მიიღო.
გარდა ამისა, აღნიშნულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ცერცვაძემ 5.4%, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სამხარაძემ 1.75% მიიღო.
საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 55 უბნიდან დათვლილია 53 უბნის მონაცემები.
რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, ის საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრია და ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი