სად არის ყველაზე მაღალი და სად - ყველაზე დაბალი ხელფასი? - საქსტატის მონაცემები
2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ტრადიციულად სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობის დარგშია. კერძოდ, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულების ხელფასი 2 448.5 ლარია.
გთავაზობთ სექტორებს, სადაც 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ყველაზე მაღალი/დაბალი ხელფასია:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 448.5 ლარი
- ინფორმაცია და კომუნიკაციები - 2 159.8 ლარი
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 798.9 ლარი ლარი
- მშენებლობა - 1 664.5 ლარი
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 639 ლარი
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 527.6 ლარი
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 518.4 ლარი
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 1 463.9 ლარი
- ჯანდაცვა და სოცილური მომსახურების საქმიანობები - 1 164.4 ლარი
- დამამუშავებელი მრეწველობა - 1 163.2 ლარი
- უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულ საქმიანობები - 1 154.4 ლარი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 1 128.1 ლარი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 953.9 ლარი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 885.6 ლარი
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 828.8 ლარი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 864.6 ლარი
- განათლება - 807.9 ლარი
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 748.6 ლარი
bpn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა