"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პასუხობენ
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეხმიანებიან. ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გოგა გაბუნიას განცხადებით, ხარჯების ზრდა სახელწიფო ბიუჯეტის მიერ არის გათვალისწინებული.
"სახელფასო ხარჯების ზრდა არსებული ვაკანსიის შევსებას ემსახურება, რაც შეეხება დანამატებს, ეს თანხა გაწეული ეკონომიებიდან გაიცა. რაც შეეხება ავტომანქანებს, 13 მანქანა არის ბალანსზე თუმცა მათგან მხოლოდ 9 არის მწყობრში, კონსოლიდირებული ტენდერების გამო საწვავზე საცალო ფასი გაიზარდა და ამას უკავშირდება ხარჯების ზრდა, ლიმიტებიც რაც იყო იგივე დარჩა" - განაცხადა გოჩა გაბუნიამ.
რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მისი თქმით, ეს ზეგანაკვეთური, ან წარმატებული სამუშაოს გამო გაიცა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ყველაზე მეტი - 13 ავტომობილი ემსახურება. აპარატი ლიდერობს სახელფასო დანამატების, წარმომადგენლობითი, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების მხრივაც.
ავტორი: ირინა მაკარიძე