"საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ მესამე ვადით ზაალ გორგიძე აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობის გადაწყვეტილებით, საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ მესამე ვადით ზაალ გორგიძე აირჩიეს.
ზაალ გორგიძე 2003 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში ადვოკატის პოზიციას იკავებდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი საინტერესო და პრეცედენტული სასამართლო პროცესები.
წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული არაერთი პროექტის განხორციელებაში, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდებოდა.
ზაალ გორგიძეს წარჩინებით აქვს დამთავრებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს. ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდა.
2000-2003 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სისტემაში და იყო იყო შპს. ო. ჩხობაძის სახელობის სამკურნალო სარეაბილიტაციო რეგიონალური კლინიკური ცენტრის იურისტი.
2001-2003 წლებში საქ. სტანდარტის იმერეთის ტერიტორიული ორგანოს იურისტი.
2004-2006 წლებში ქუთაისის იაგობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის იურისტი.
ავტორი: ნიუპრესი