საკრებულოს დეპუტატის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრის საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. დაკავებულების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება საქმის განხილვა.
ადვოკატის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, სარჩელი სააპელაციო სასამართლოში გუშინ შეიტანა და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული მოსამართლემ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილოს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვოს ძალაში. თუმცა იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმის რეზონანსულობას გაითვალისწინებს და მოხდება წარმოებაში მიღება.
მოქალაქის ცემის ფაქტზე დაკავებულებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ბრალი ცემის ფაქტზე ქონდა წაყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გვენეტაძემ მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა მოქალაქე მამის საფლავის გაძარცვის გამო ცემეს. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. პირს წარდგენილი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში 10- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მათი დაკავება საკრებულოს წევრებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი