|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი პატიმრობაში რჩება

სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოთხი პირი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთს უშუალოდ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პროცესზე. დაკავებულების პროტესტი ბრალდების შუამდგომლობას მოყვა.

დაკავებულები არ დაეთანხმენ პროკურორის განცხადებას და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, როს გამოც ორ ბრალდებულს სხდომა იძულების წესით დაატოვებინეს.

ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების და მომავლის ალბათობა, დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულებს სამი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ მუნიციპალიტეტი.

2 აპრილს მომხდარ საქმეზე 5 პირია დაკავებული.

ავტორი: ნიუპრესი