|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის მე-12 სკოლის რეაბილიტაცია 3,9 მილიონი ლარით ფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედიის მე-12 სკოლა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894 წელს სამტრედიაში აშენებული საორთქმავლო დეპოს მუშა-მოსამსახურეთა შვილებისთვის გაიხსნა.

სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მიერ 3,9 მილიონი ლარით ფინანსდება.

330 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა