|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის სწრაფად მიღებას მოითხოვს

 საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მონიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.

ამის შესახებ მან ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არსებული კანონი მოქალაქეობის მიღების პროცესს ანელებს.

”თუ იქნება ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა საკითხისადმი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე არ იქნება რთული პროცედურები გასატარებელი, რაც ახლა არის განსაზღვრული. ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება და მივესალმები, კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტს  დაგეგმილი აქვს.  ცვლილებების მიღება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში  უნდა მოხდეს, რასაც საფუძვლად  საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებაუდევს. ახლა ამ ცვლილებების ორგანულ კანონში ასახვა იგეგმება.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი