საქართველოს საფინანსო ბაზარზე მიკრო ბანკები გაჩნდება
საქართველოს საფინანსო ბაზარზე მიკრო ბანკები გაჩნდება. ეს არის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცებს შორის. მათ შეეძლებათ, როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემაც.
მიკრო ბანკების სტატუსის მოპოვებას ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გეგმავს, მათ შორის "ემ ბი სი", "კრისტალი" და "ლაზიკა".
მიკრობანკის სტატუსის მისაღებად მინიმუმ 10 მილიონი ლარის კაპიტალია საჭირო, რაც ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე საბანკო ლიცენზიისთვისაა საჭირო.
მიკრობანკებს ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ მიკრობანკების გაჩენა ქვეყანაში სესხის საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კი ეს კლიენტთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას ნიშნავს.
ავტორი: ნიუპრესი