"საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“ -გრიგოლ ვაშაძე
ქუთაისში №22 უბანზე გააკეთა არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე უბანზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ხმა მისცეს ქვეყნის განვითარებას და უკეთეს მომავალს.
„დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990-იანი წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო - თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს“, - განაცხადა
ინციდენტი მოხდა მისვლის პრეზიდენტობის კანდიდატის უბანზე მისვლის დროს. ადგილზე მყოფი მოქალაქეების თქმით, ვაშაძემ მათ შეურაცხყოფა მოაყენა.
ავტორი: ნიუპრესი