სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. დღეს საბჭოზე კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადევას უკავშირდება.
როგორც საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო - 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 46 პირი.
ავტორი: ნიუპრესი