|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუდის არაბეთში პრინცი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში  პრინცი ბინ საუდა ალ-კაბირა სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

პრინცს ბრალად ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა ედებოდა.  განაჩენი პრინცს, საუდის არაბეთის უმაღლესმა და სააპელაციო სასამართლომ გამოუტანა. სიკვდილით დასჯის სისრულეში მოსაყვანად ასევე გაიცა სამეფო ბრძანებაც.

საუდის არაბეთში შარიათის კანონები მოქმედებს, რომლის მიხედვით, სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ მკვლელობაში, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდაში, შეიარაღებულ თავდასხმასა და გაუპატიურებაში ბრალდებულებისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა