"სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს უსახლკაროდ ტოვებს"
"დღეს შევესწარი იმას, თუ როგორ ცდილობდა ჩვენი მევახშე ნეოლიბერალური სახელმწიფო კიდევ ერთი უდანაშაულო ოჯახის გამოსახლებას საკუთარი სახლიდან. ასეთი შემთხვევები უკვე მრავლადაა. საქართველო დგას არაპირდაპირი გენოციდის საშიშროების ქვეშ. რომელ ქვეყნის თავდაცვაზე ვლაპარაკობთ, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს უსახლკაროდ ტოვებს ძალადობრივი მეთოდებით. 300 ათასი ოჯახია ამ რიგში. ზოგი უკვე გამოასახლეს და ზოგსაც ეს ბედი მალე ელოდება. ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ მოგვატყუა - 2013 წლის წინ ღარიბაშვილი დაგვპირდა საცხოვრისის ამნისტიას. პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომელიც 1-ლი მოსმენით გავიდა. მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები და ეს კანონი სრულიად უკანონოდ თაროზე შემოდეს. სახელმწიფო გახდა მოძალადე მევახშე",-წერს მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, სადაც ის ასევე გამოსახლებების წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობის გააქტიურებას აანონსებს.
ავტორი: ნიუპრესი