|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შრომითი მიგრაციის განვითარებას"- ავთანდილ გიუნაშვილი

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შრომითი მიგრაციის განვითარებას, - აცხადებს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი.

"დროა საქართველოს მთავრობამ დაიწყოს მიგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა და  გაიაზროს ემიგრაცია, როგორც ქვეყნის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ისევე ჭირდება ზრუნვა, როგორც სხვა დანარჩენ საქართველოს მოქალაქეებს. დღეს გვაქვს მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც უცხოეთში დასაქმებას გულისხმობს, ვინაიდან საქარველოს ვერც ერთი მთავრობა ამას ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით.

ქართულმა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას უცხოეთის შრომით ბაზრებზე და ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს  მსოფლიოს შრომითი ბაზრების ხელმისაწვდომობა საკუთარი მოქალაქეებისთვის” – განაცხადა ავთანდილ გიუნაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრისას. 

 

 

ფოტო-არქივიდან

 

ავტორი: ნიუპრესი