|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო"- ბაღდათში ხანძრის გაჩენის მიზეზს ადგენენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე, სადაც ექვსი ადამიანი დაიწვა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.

ადგილზე თბილისიდან ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზის დადგენა.

მეზობლების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი შემთხვევის დროს მაღაზიაში იყვნენ წასული, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან ხის სახლს ცეცხლი მალე მოედო.

ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა.

მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მოხსნილი ქონდათ სოციალური დახმარება, რასაც არ ადასტურებენ მერიაში. მერის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშბული თანხა დეკემბერში სრულდა დაერიცხა. ამასთან, ისინი მრავალშვილოანობის დახმარებას იღებდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა