"სეზონური გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა"
ქუთაისში გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ბოლო თვეებში ორჯერ გაიზარდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა არ შეცვლილა - ამის შესახებ კლინიკის "მედიქალ სითი" ინფექციურ დაავდებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
"სტატისტიკის მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც წინა წლებში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა", -განაცხადა ნუგზარ მაღლაკელიძემ.
ექიმის ინფორმაციით, ძირითადად A და B ტიპის ვირუსები ფიქსირდება. მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდემიური აფეთქება იანვრის ბოლოდან დაიწყება.
კლინიკაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებული 40 - მდე პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი



14:08
12:18
19:09
14:22
















