|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიცვლის თუ არა ქუთაისის მერია შენობას?

ქუთაისის მერია, შესაძლია, მოკლე ხანში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აუდიტის ყოფილ შენობაში გადავიდეს. როგორც ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სწორედ ამის გამო არ მოხდა მერიის შენობაში ლიფტის დამონტაჟება. 

"ლიფტის დამონტაჟება წლევანდელი წლის ბიუჯეტით იყო განსაზღვრული, თუმცა დღის წესრიგში დგას შენობის შეცვლის საკითხი. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება,  მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია,  თუ დავრჩებით ამ შენობაში, ლიფტიც მოეწყობა, რადგან პროექტი არსებობს, თუ არა, ის შენობა, საუბარია აუდიტის შენობაზე, ადაპტირებულია"-განაცხადა ნინო თვალვაძემ. 

მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოკლე დროში მოხდება.

რაც შეეხება ქუთაისის მერიის ამჟამინდელ შენობას, ქალაქის ვიცე-მერის თქმით, სავარაუდოდ, მისი საპრივატიზაციოდ მომზადება მოხდება. 

ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში მერიის გარდა, ქუთაისის საკრებულო და  იმერეთის რწმუნებულის აპარატი ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, ამ უწყებების განთავსება, მიმდებარედ "მთავრობის სახლის" შენობაში მოხდება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა