|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემოსავლები 13.9 პროცენტით, ხოლო ხარჯები 14.4 პროცენტით გაიზარდა - საქასტატი

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9 პროცენტით მეტია.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 289.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.4 პროცენტით მეტია.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11.5 პროცენტით გაიზარდა და 1 158.3 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 14.0 პროცენტით გაიზარდა და 345.9 ლარს გაუტოლდა.

2021 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 43.7 პროცენტს შეადგენს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: