|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები და გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი"

ქუთაისის ახალმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში ცვლილებები შეიტანა. როგორც მერიაში განმარტავენ, გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, რაც ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა.

"ცვლილები შეეხო წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირებას, ასევე დაიზოგა ავტომობილების და საწავავის მომსახურეობის ხარჯები. ვცდილობთ, მოხდეს თანხების დაზოგვა.  გამოთავისუფლებული თანხები კი  ძირითადად სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა", –აცხადებენ მერიაში. 

ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ეცნობა. განხილვები დაიწყება  საკრებულოს კომისიებში, რის შემდეგაც შენიშვნები მერიას გადაეგზავნება. საკრებულო ბიუჯეტს  25 დეკემბრამდე დაამტკიცებს.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი