|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოვში ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების სულებს პატივი მიაგეს

შოვში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 3 აგვისტოს დაღულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრაგედიის ადგილზე  გარდაცვლილების ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების შეიკრიბნენ. 
შოვში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ მომხდარის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება.
ტრაგედიის ადგილას იგეგმება მემორიალის აღმართვა, რომლის ესკიზი წარმოადგინა ავტორმა.   ასევე იგეგმება ტაძრის აგება, სადაც აღიმართა ჯვარი და დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.  
შოვში ერთი წლის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა. 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი