|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შრომის ინსპექტირების რეგიონალური წარმომადგენლობა შეიქმნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი  საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება.

 ოფიციალური ინფორმაციით, შეიქმნება შრომის ინსპექტირების რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს.

 შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე პარლამენტის, სახალხო დამცველის, პროფკავშირების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ინსპექციის განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.

 აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 40-დან 100-მდე გაიზარდა. ინსპექტორების რაოდენობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად განისაზღვრა.

 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

 ასევე, დამტკიცებულია ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს საწარმოო ორგანიზაციებში და ნებისმიერ დაწესებულებაში რისკის შეფასების ერთიან წესს, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას, მეორეს მხრივ დაეხმარება დასაქმებულს და დამსაქმებელს - ეფექტურად დაიცვან უსაფრთხოების ნომრები, შეაფასონ საფრთხე და მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა