|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუქრუთელებისთვის პარლამენტთან კარვის გაშლაზე ხელშეშლას სახალხო დამცველი ეხმიანება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთელების წარმომადგენლებს, რომლებიც  პარლამენტის წინ რამდენიმე დღეა აქციას მართავენ,  გუშინ,  წვიმის დროს კარვის გაშლის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა. ფაქტს სახალხო დამცველი ეხმიანება. 

ლევან იოსელიანის უწყება აღნიშნულს უფლებების დარღვევად მიიჩნევს. 

„საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მათი განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. ასეთი საშიშროება კი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამავდროულად, მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით არ გავრცელებულა რაიმე სახის ინფორმაცია, რაც კარვის ფლობის შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების რეალურ რისკებზე მიუთითებდა. ", -აცხადებს სხახლო დამცველი. აღსანიშნავია, რომ  მონაწილეებს შორის არიან მოშიმშილეებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა