|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 თებერვალს საქართველოში წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა