|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სისტემა უნდა დაინგრეს - შავი ლენტები და წითელი ანაბეჭდები იმერეთის სამხარეო პოლიციასთან [PHOTO]

სისტემა უნდა დაინგრეს - ამ შეძახილებით გაიმართა აქცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლოციის დეპარტამენტთან.

აქციის მონაწილეებმა დეპარტამენტის ჭიშკარზე სიმბოლურად შავი ლენტები შეაბეს და შავი ბუშტები დაამაგრეს, რითაც მომხდარი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახს და ვწუხვართ მომხდარის გამო. ამიტომ მოვედით სამმართველოსთან და დავგმეთ მომხდარი. სისტემა კლავს და ის უნდა დაინგრეს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ წითელი საღებავით დეპარტამენტის კარზე ხელის ანაბეჭდები დატოვეს და მოუწოდეს თანამშრომლებს, რომ ეს არ წაიშალონ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა