|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკეიტ პარკის ღობე ველოსიპედებით დააზიანეს"- ქუთაისის მერიის განმარტება

სკეიტ პარკის ღობე ველოსიპედებით დააზიანეს, რის გამოც ვცვლით შემოღობვას - აცხადებენ ქუთაისის მერიაში ახლადგახსნილი სკეიტპარკის შემოღობვის აღდგენისათვის გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით. შემოღობვის განახლებისათვის მერია 14 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. 

 "როცა გაკეთდა სკეიტპარკი, მასზე მოეწყო მსუბუქი კონსტრუქციის შემოღობვა, რომელიც აუცილებელია სკეიტპარკისათვის, მაგრამ მოხდა ისე, რომ სკეიტის ნაცვლად  ველოსიპედებით დაიწყეს სვლა. ველოსიპედისტები ეტაკებოდნენ ამ მსუბუქ შემოღობის კონსტრუქციას, რითაც დააზიანეს. ღობის შეცვლის თხოვნით პარკის დირექტორმა ბატონმა გიზო თავაძემ მოგვმართა.  ამის შემდეგ მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომ  არსებული შემოღობვა, რომელიც დააზიანეს ველოსიპედებით, შეიცვალოს სხვა ღობით, ეს იქნება კვლავ მსუბუქი კონსტრუქციის თობე, თუმცა უფრო დაცული", -განაცხადა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტური სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ. 

მისი თქმით, სკეტპარკის მთელი პერიმეტრის შემოღობვა უნდა მოხდეს, რაც 110 მეტრს შეადგენს. 

 შეგახსენებთ, მერიამ ტენდერი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.  

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკი გასული წლის სექტემბერში გაიხსნა,  სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა