|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის მანდატურებს ახალი ფუნქცია ემატებათ

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას, მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისი საგანმანათლებლო პირობების შექმნის მიზნით კონსულტირებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მხარდამჭერი მომსახურებების გაწევას.

კანონს პარლამეტის კომიტეტებში  განიხილავენ. 

ავტორი: ნიუპრესი