ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა
სოციალურ საცხოვრისში ჭერის ჩამონგრევის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ჭერი წუხელ ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული პირობების გამო საცხოვრისის ბინადრები დღეს მერიასთან აქციის გამართავს გეგმავენ. ისინი მერიისგან ალტერნატიულ ფართებში გადაყვანას მოითხოვენ.
სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ სამართალდამცავ ორგანოში გადააგზავნა.
დადგება თუ არა ყოფილი მერის პასუხისმგებლობის საკითხი, ამ კითხვას არ პასუხობს ქუთაისის ვიცე-მერი იუზა უგულავა. როგორც ის "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნავს, ის არ არის კომპეტენტური ამ საკითხში.
"ვერაფერს გიპასუხებთ, რადგან არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩვენ არ ვართ გამომძიებლები და ამ კითხვას ვერ ვუპასუხებთ"-განაცხადა იუზა უგულავამ.
შეგახსენებთ, სოციალური საცხოვრისი წინა მერის შოთა მურღულიას მმართველობის დროს მოეწყო. სამუშაოებისათვის 2 მლნ ნახევარი ლარი გამოეყო, თანხის ნაწილი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან უნდა გადარიცხულიყო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია ვალდებული იყო, ხარვეზები გამოესწორებინა.
სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა
სოციალური საცხოვრისი - ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული სამუშაოების შესწავლა ამ დრომდე არ მომხდარა
"შეიძლებოდა პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრილიყო"-შოთა მურღულია
სოციალური საცხოვრისი - ავარიული შენობა თუ ბინადართა დაუდევრობა?[PHOTO]
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი