|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველებისათვის სახლების გადახურვის ტენდერს ქუთაისის მერია მეოთხედ აცხადებს

სამი ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სახლების გადახურვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს NAT180006920 მეოთხედ აცხადებს. 

სატენდერო პირობების თანახმად, მერია  60 ობიექტის  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის   შეადგინას ითხოვს, რისთვისაც  30 000 ლარს იხდის. მიმწოდებელმა  სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2 თვეში  უნდა შეასრულოს.

მოთხოვნის თანახმად, ყველა სახლზე ცალ-ცალკე უნდა შედგეს დეფექტური უწყისი, სადაც აღწერილი იქნება ყველა სახის სამუშაო თავისი მოცულობებით და არსებული მდგომარეობის აღწერით.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის განცხადებით, ტენდერის პირობები არ შეცვვლილა, გარდა ერთისა, რომ შეიცვალა მოთხოვნა გამოცდილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება მერიაში მესამედ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ მიიღეს. არაბიძის თქმით,  საპროექტო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს და ამჯერად მათი მხრიდან დაინტერესების იმედი აქვთ. 

დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ მერია 60 სოციალურად დაუცველი ოჯახის ავარიული სახურავების რეაბილიტაციას მოახდენს. 

სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 14 მაისს სრულდება.

 მერიამ განმეორებით გამოაცხადდა ასევე რამდენიმე ჩავარდნილი პროექტი, მათ შორის ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი, რომელიც პირველ ჯერზე ჩავარდა.

 

სახლების გადახურვის პროგრამასთან დაკავშირებული ტენდერი მესამედ ჩავარდა

ქუთაისის მერია სახლების გადახურვასთან დაკავშირებულ ტენდერს განმეორებით აცხადებს

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა