|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური საცხოვრისის ბინადარები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს.
მათი განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნა არის გაყალდებული და რეალობას არ ასახავს.
მათი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს საცხოვრისი მათ დააზიანეს.
"მოვითხოვთ რეალურ დასკვნას. რადგან რეალობა უფრო რთულია. ამბობენ, რომ ნაწილი ჩვენ დავაზიანეთ", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, მერიის საბინაო სამსახურის უფროსი აქცის გამართვის შემთხვევაში მათ დაჭერით დაემუქრა.
აქციის მონაწილეები ალტერნატიულ ფართში გაყვანას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან. საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას ბინადართა ნაწილი არ აპროტესტებს.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საკრებულოს წევრი გიგა შუშანია.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები მერიაში შევიდნენ ვიცე მერთან შესახვედრად. იუზა უგლავას შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის დასწრება არ უნდოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე გიგა შუშანიას დასწრება კატეგორიულად მოითხოვეს.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა