|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუქრუთის მოსახლეობა და „ჯორჯიან მანგანეზი“ კომპესაციებზე შეთანხმდნენ

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა,  – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ. 

შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ოფიციალურად დაიწყებს.

კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა.

კომპენსაციებით ადგილობრივები წელიწადსა და სამ თვეში სრულად დაკმაყოფილდებიან.

შუქრუთი პლიუსი“ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს.

შეგახსენებთ, კომპანია სოფელ შუქრუთში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადანს მოიპოვებს. სამუშაოების შედეგად სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწებიდაიმეწყრა,  ეზოებში კი  თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა. 

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვდნენ, რაზეც კომპანიის მხრიდან უარის მიღების შემდეგ ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.  "ჯორჯიან მანგანეზის" კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები  უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. რამდენიმე ადამიანმა კი გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

 

ავტორი: ნიუპრესი