|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტს, შესაძლოა, სხვებიც შეუერთდნენ

ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

"შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყემებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ვითხოვთ ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას. ვთხოვთ ხეკლისუფლებას, დაგვეხმარონ,   წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ პროტესტს სხვებიც შეუერთდებიან", -აცხადებენ ადგილობრივები.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში მათ კომპანსაციების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმება შედგა.

მათივე თქმით, მოლაპარაკებაზე უარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აცხადებს და რადიკალურ ზომებს მიმართავენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, აღნიშნული პირები სხვა ძალების მიერ არიან მართული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი