ვანის სოფელ სულორში ხანძრის ჩაქრობას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ვანის მუნიციპალიტეტში სოფელ სულორში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არსებობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ორი კერა არსებობს.
"ამ დროისათვის ერთ ლოკაციაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია, რაც შეეხება ხანძრის მეორე კერას, ადგილზე ამ დროისათვის 30 მეხანძრე - მაშველი მუშაობს"-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მოსახლეობას მიმართულებით ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
19:09
14:22
















