ცაგერში "ქართული ოცნების" გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს (+ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
როგორც კოპალიანმა განმარტა ცაგერში "ქართულმა ოცნებამ" ის გუნდი შეარჩია, რომლებიც 2014 წლის, 15 ივნისის ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ცაგერს ძველ დიდებას დაურუნებენ.
"ყველა ღირსეული კანდიდატი არის წარმოდგენილი ცაგერში. ისინი, სუფთა წარსულის მქონე ხალხია და მჯერა გამარჯვების შემთხვევაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან მოსახლეობას,"- ამბობს კოპალიანი.
კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის, რევაზ ბენიძის თქმით, მას ცაგერის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"მე მჯერა მოსახლეობის მხარდაჭერის. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე მათ იმედებს არ გავუცრუებ," - ამბობს ცაგერის გამგებლობის კანდიდატი რევაზ ბენიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია, თემურ ჭელიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა