|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან გიგინეიშვილი - ევროპა არსებითად ქრისტიანული ცივილიზაციაა

მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ -ზურაბ ჟვანიას ამ ცნობილმა ფრაზამ ევროკავშირთან   ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებასთან  ერთად აქტუალობა და ახალი სიცოცხლე შეიძინა.  თუმცა კითხვებიც გააჩინა.

თუ ქართველობა მართლაც ევროპელობას ნიშნავს, მაშინ რა გვანათესავებს ევროპასთან? სად ჩანს ყველაზე ცხადად ეს კავშირი? რა გვაძლევს ევროპელსა და ქართველს შორისმაშასადამესიტყვის თქმის უფლებას ?

ამ დახვა საკითხებზე  გვესაუბრება ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი.

 

-ვფიქრობ, რომმაშასადამეგამოხატავს არა იმდენად არსებულ რეალობას, რამდენადაც მისწრაფებას, მაგრამ თავად ასეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის მისწრაფების ქონაც უკვე რეალობაა. ვგულისხმობ, რომ ჩვენ ვართ პროცესში, გვინდა გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ, არ ვართ კმაყოფილები და გვსურს ავითვისოთ ან გავითავისოთ ის გამოცდილებები, რაც განვითარებულ ევროპას და ზოგადად დასავლეთს აქვს. ალბათ ეს მისწრაფება ახლისკენ, უკმაყოფილება მიღწეულით აკავშირებს ყველაზე ღრმა სულიერი ნაკადით საქართველოს ევროპასთან. ერთ-ერთი ეტიმოლოგიითევროპაწარმოადგენს ბერძნულ კომპოზიტს, სიტყვათშეხამებას და ნიშნავსფართოდ გახელილ თვალებს”. ფილოლოგებმა შესაძლოა იკამათონ ამ ეტიმოლოგიის ობიექტურ მართებულობაზე, მაგრამ, ვფიქრობ ის კარგად გამოხატავს ამ ცივილიზაციის საზრისს - ახალში, ჯერ შეუცნობელში ნაბიჯის გადადგმის გაბედულებას, ინტერესს უცხოს მიმართ, სხვათა გამოცდილებების ათვისებისა და შემოქმედებითი სინთეზის უნარს. ევროპა არსებითად ქრისტიანული ცივილიზაციაა. ქრისტიანობაშია სწორედ პროგრესის იდეა ჩადებული, ანუ იდეა, რომ რაც ისტორიულად ახალია, შეიძლება და საჭიროა რომ უკეთესი იყოს, ვიდრე ის, რაც მანამდე იყო, ამიტომ ახალი აღთქმა უფრო მაღალი რანგის მოწოდებაა, ვიდრე ძველი აღთქმა, ახალი ღვინო უკეთესი ვიდრე ძველი ღვინო და ახალი ტიკები უკეთესი ვიდრე ძველი ტიკები. ანუ, მიუხედავად წარსულის დაფასებისა, ქრისტიანული ცივილიზაცია არ არის წარსულზე ორიენტირებული როგორც ოქროს უცვლელ მოდელზე, არამედ ამოქროსგამუდმებულად ეძებს, პოულობს, ისევ ეძებს და ისევ პოულობს, მაგრამ ყოველი ახალი პოვნა ძველი პოვნისგან გამოცდილების სიუხვით განსხვავდება. ანუ ჰეგელამდე, რომელმაც ისტორიის ფილოსოფიის კონცეპცია წამოაყენა, ისტორიის ასეთი წრფივი ან უფრო ზუსტად, სპირალური გაგება უკვე იყო ქრისტიანულ აზროვნებაში. ილია ჭავჭავაძე, ეს თხემით ტერფამდე ევროპელი, სწორედ ჰეგელის აზრებს მიყვება, როცა ამბობს ღმერთმა დაგვიფაროს ჩინელების (პოლიტკორექტული რომ ვიყო, ჩინელები აქ უფრო ჰეგელიანური მეტაფორაა სტაგნატური, წარსულის მოდელებზე ორიენტირებული ცივილიზაციის) მიდგომისგან, რომ რაც ჩვენმა წინაპრებმა აკეთეს, ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთო, პირიქით, ჯანსაღი ისტორიული ცხოვრება წარსულის

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა