ზაზა ფირალიშვილი - ორიოდე წელიწადში სააკაშვილზე ნაკლები მონსტრი არ გვეყოლება
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტებს "ფესიბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. "მესმის, რომ უკიდურესად არაპოპულარულ რამეს ვამბობ. და მაინც,: ერთი წამით მაინც თუ დავუშვებთ, რომ გუშინდელი დაპატიმრება ვიღაცას ადგილობრივი არჩევნების გადასარჩენად მოუვიდა აზრად (მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავეა თუ არა უგულავა), ის ეჭვიც უნდა გაგვიჩნდეს, რომ სულ ორიოდე წელიწადში სააკაშვილზე ნაკლები მონსტრი არ გვეყოლება. შურისგების ვნებები გადაივლის, ორგიასტული განწყობები გაქრება და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ცხოვრება არაფრით შეცვლილა. ამიტომაც მგონია, რომ ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და ხელისუფლებას მისი შედეგების გამოსწორებაზე ფიქრი მოუწევს. სურს თუ არა, მან რაღაც სხვა უნდა შემოგვთავაზოს, ვიდრე რასაც სააკაშვილი გვთავაზობდა. გავიხსენოთ, რომ სააკაშვილმაც 2003-2004 წლებში "სახალხო შურისგებად" აქცია სამართლიანობის დამკვიდრება და მაშინ ვერ შევამჩნიეთ ეს. შედეგად კი ის მივიღეთ, რაც მივიღეთ", - წერს ფილოსოფოსი.
ავტორი: ნიუპრესი