ცოლის დასაბრუნებლად, მამა ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ცემდა სამი წლის შვილს და სურათებს ინტერნეტში აქვეყნებდა
ჩინეთის პოლიცია, პროვინცია გუანდუნის მკვიდრ „ფოტომოყვარულ“ სადისტ მამაკაცს ეძებს. ახალგაზრდა მამა, ინტერნეტში ავრცელებდა სასტიკად ნაცემი შვილის სურათებს. ამგვარად, მას მეუღლის ოჯახში დაბრუნება სურდა. 36 წლის ჩჟუნ ლო, ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე სცემდა სამი წლის ბიჭს.
ნაცემი ბავშვის სურათები ინტერნეტში 2014 წლის თებერვლიდან გამოჩნდა. ფოტოები ეჭვმიტანილის 20 წლის ცოლის მისამართით ვრცელდებოდა, რომელიც მეუღლე-ტირანის სახლიდან იანვარში გაიქცა. იუწყება The Daily Mail.
მამაკაცი ცოლს ეხვეწებოდა არ დაენგრია ოჯახი - "მოდი, არ დავანგრიოთ ოჯახი, საწყალ ჩვენს შვილს ხომ არაფერი დაუშავებია“, - წერდა ლეო.
საბედნიეროდ ბავშვი გადარჩა. პოლოციამ მას ბაბუის სახლში მიაგნო, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
newsru.com
"info9"
ავტორი: ნიუპრესი