„მეტი ნატო“, მეტი უსაფრთხოება - დისკუსია ქუთაისში
ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები - ეს საკითხი იქცა დისკუსიის თემად, რომელიც ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ განაახლა დებატები ქუთაისში.მომხსნებლებმა: პოლიტიკის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსმა დავით ბატაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელმა თანაშემწემ ლალი დევიძემ და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ მიმოიხილეს საქართველოს შანსები ნატოსან დაახლოების გზაზე. ისაუბრეს უელსის სამიტზე და მის შედეგებზე. რუსეთ-უკრაინის ომზე, საქართველოს გარე საფრთხეებზე და ამ სიტუაციაში ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე.
„ნატოში ჩვენი გაწევრიანება
გარდა დასავლურ სამყაროსთან ჩვენი
ინტეგრაციისა მოიტანდა ასევე კიდევ ერთ
დადებით შედეგს - ის იქნებოდა უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც
დღეს ძალიან აქტუალური საკითხია რუსეთის პოლიტიკის ფონზე. ასეთ ვითარებაში საქართველოს
ნატოში გაწევრიანება იქნებოდა დროული დ ა დადებითი ნაბიჯი“, - აღნიშნა დავით
ბატაშვილმა.
თუმცა ანალიტიკოსმა ისიც
მიუთითა, რომ ინტეგრაციის პროცესი გაწელილია,არ
არის გასნაზღვრული გრაფიკი, თუ როდის შეიძლება გახდეს საქართველო ნატოს წევრი.
კრიტიკის თემად იქცა უელსის სამიტზე დეკლარაციის 31-ე პუნქტში
არსებული ჩანაწერი, სადაც საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე საუბრისას არსად
ფიგურირებს რუსეთის ფაქტორი და აღნიშნული კონფლიქტები შიდა, ეთნიკურ კონფლიქტებად
იკითხება.
„ის რომ ეს არის ორი სახელმწიფოს
კონფლიქტი, სადაც ერთი განახორციელებს აგრესიას მეორეს მიმართ,ეს მომენტი არ უნდა
დაიკარგოს.საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი საერთაშორისო არენაზე. რაც ჩვენს ტერიტორიებს და რუსეთის მიერ
წარმოებულ კონფლიქტს ეხება საქართველოს წინააღმდეგ, აღქმული უნდა იქნას უფრო მკაფიოდ, ვიდრე
ახლა არის“,- აღნიშნა დავით ბატაშვილმა.
დავით ნარდაიამ სამიტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და სამიტის შედეგების ბევრ სასიკეთო შედეგს გაუსვა ხაზი.
„ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ,მისი უსაფრთოებისა და განვიტარებისთვის საჭიროა მეტი დემოკრატია და „მეტი ნატო“, - აღინიშნა შეხვედრაზე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი