|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში

 საინფორმაციო სააგენტო  "Newpress.ge" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი ახორციელებს  ერთობლივ პროექტს: "იცოდე კანონი და იქნები დაცული".

როგორ განსაზღვრავს კანონი ამა თუ იმ საკითხს? - მიიღეთ სამართლებრივი განმარტებები და ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა თემასთან დაკავშირებით.

დღევანდელი თემაა: 

კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 

                     ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი ტარდება არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.

·                     2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპია კონკურსის მონაწილის ტესტირება.

·                     ზემოაღნიშნული  ტესტირების ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტი, ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამის მომსახურებას იღებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დაწესებულებებისგან.

·                     ზემოაღნიშნული ტესტირების ჩატარების მეთოდიკა და თემატიკა,  აგრეთვე, შეფასების კრიტერიუმები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, შემუშავებულია  და  დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას 2014 წლის 10 სექტემბრის N73ა ბრძანებით.

·                     კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

·                     კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან.

·                     კონკურსის პრინციპებია:) კანონიერება;) სამართლიანობა;) საჯაროობა;) გამჭვირვალობა;) არადისკრიმინაციულობა;) ობიექტურობა;) მიუკერძოებლობა;) კოლეგიალურობა;) კორექტულობა.

 

კონკურსის მიზანი და ამოცანები

1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. ვაკანტური თანამდებობა არის იმ დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის ვაკანტური თანამდებობა, რომელში სამსახურიც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ითვლება საჯარო სამსახურად (გარდა იმ თანამდებობებისა, რომლებზე დანიშვნაც ხდება უკონკურსოდ), ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) შტატით გათვალისწინებული თანამდებობები.

2. კონკურსის ამოცანებია: ) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის~ უზრუნველყოფა; ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

კონკურსის გამოცხადება

1.  კონკურსი ცხადდება, მხოლოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.

თანამდებობა ვაკანტურად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ:) ამ თანამდებობაზე დანიშნულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი;) არსებობს თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადების დადასტურებული საფუძველი.

·                     კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:   ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;) შესასრულებელ სამუშაოს;) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;) შესაბამისი კომისიის მისამართს;) კონკურსის ეტაპებს;) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღების ვადას;კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას.

·                  შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, 18 წლის ასაკიდანადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, ასაკი დგინდება შესაბამისი დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

3. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობანი

1. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. დასაშვებია, დაწესებულებამ კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, დამატებით, განათავსოს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.

2. ბიურო, ვაკანსიის გამოცხადებამდე, ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური  თანამდებობისათვის დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში ადგენს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

3. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ბიურო უფლებამოსილია დაწესებულებას დაუდგინოს ხარვეზი.

4. დაწესებულება ვალდებულია, ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზები დაასაბუთოს წერილობით. ასეთ შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია გამოაქვეყნოს ვაკანსია ხარვეზის მიუხედავად.

5. ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი ასახოს შესაბამის ანგარიშში და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

დაწესებულების უფლება-მოვალეობანი

1. დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზესაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ან ზემდგომი უფროსი უფლებამოსილია, დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. დაწესებულება უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს  შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა).  კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას.

4. დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.

5. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.

6. დაწესებულება უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (დაწესებულების ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

7. კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს ბიუროს და შეტყობინების სახით ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.

კანდიდატის უფლება-მოვალეობანი

1. კონკურსში მონაწილეობისათვის  განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს, მხოლოდ, ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

3. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად  არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე.

 

კომისიის შექმნის წესი

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფადდაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. დაწესებულების მოხელეთა კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა