|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინა ხიდაშელი VS "თავისუფალი თაობა"

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ  სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ივანიშვილი წერს, რომ უკრაინაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავისი შვილები უნდა გაუშვან, შემდეგ  ,,თავისუფალი თაობის" მიერ ,,ნაციონალების“  სრულწლოვანი შვილების სიის გამოქვეყნებას, ,,რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელის  ასევე სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა მოჰყვა. 

 ,,აი შვილების სიების კეთება რომ მოიფიქრეს, მოიძიეს, გამოაქვეყნეს, გააშუქეს და ა.შ. ამ ამბის ავტორ-შემოქმედებს შვილები არ ყავთ, არც აპირებენ რომ ყავდეთ, თუ გონიათ, რომ მათნაირი არამზადები ხვალ, რომ ისევ იბოგინებენ, აქ ქვეყანაში მათ შვილებს დაინდობენ. წაქცეულზე წიხლის მიმყოლების რიგში ჩამდგარი უსუსურები. 

არ გავიგო ეხლა დეპუტატი ხარ და ასე არ უნდა წერდეო. შვილებს თავი დაანებეთ, მშიშარა ტურებო. მიშა როცა თეთრ ცხენზე იჯდა მაშინ გაგებედათ, იქნებ დღეს ვინმეს მოესმინა კიდეც თქვენთვის“, - წერს  ხიდაშელი.

 

ხიდაშელის ეს განცხადება უყურადღებოდ არ დარჩენილა ,,თავისუფალი თაობის" ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის მხრიდან და მან  საპასუხო განცხადება გაავრცელ. სადაც ხიდაშელის ნათქვამს "გაწიწმატებული დედაკაცის" ბოდვა უწოდა. 

,, ამ ორი მოსაზრების შემხედვარეს(რომელთაგან პირველი ლოგიკური და სამართლიანია,ხოლო მეორე გაწიწმატებული დედაკაცის ნაბოდვარი)ერთი კითხვა გვებადება-თუ ბატონი ივანიშვილის მოსაზრება მშიშარა ტურების აზრებია და არამზადულია, მაშინ რა გინდათ ბატონი ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კოალიციაში??თუ პლებეობიდან აღზევებულ ბოგანოს გსიამოვნებთ შავი ჯიპები, დაცვა სადარბაზოსთან, სირენებიანი მანქანები, მაღალი ხელფასები და სხვა პრივილეგიები და ვერ ელევით ცხოვრების ამ სიამტკბილობას?? დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ პასუხს რომ მოგთხოვენ ამ ნაბოდვარზე,  თავის დაძვრენას დაიწყებ.  თუ დაგჭირდა მუხლებზე დაეცემი, რათა უსამართლოდ ნაბოძები პრივილეგიები არ დაკარგო და ყველაფერს ჩვენ გადმოგვაბრალებ, ნიანგის ცრემლებს გადმოყრი და იტყვი, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდებზე თქვი და სხვა რამ არ გიგულისხმია ა.შ. მაგრამ 5 წლის ბავშვიც მიხვდება, თუ ვის ურტყამ და ვის უწოდებ ტურასა და არამზადას, უბრალოდ,  გამბედაობა არ გყოფნის, კომფორტული ცხოვრების დათმობა არ გემეტება და გგონია, რომ შენს მეტი ყველა დებილია და შენს გადმოყრილ საკენკს აკენკავს. ცალსახაა, რომ ქვეცნობიერი სიძულვილი გაქვს ბატონი ივანიშვილის მიმართ და ვითომ ჩვენ მოგვადექი, მართლა დედალი ტურასავით თუ გიენასავით იქცევი,  რომელიც შედარებით სუსტს ირჩევს მსხვერპლად,  რათა გაძღეს, მაგრამ არც თუ ისე სუსტი აირჩიე მსხვერპლად, ქალბატონო თინა და ხშირად მომხდარა როცა ე.წ. მსხვერპლს დაუცია ძირს მთელი გიენების ხროვაც კი. რაც შეეხება სააკაშვილთან ბრძოლას გთხოვთ ხმას ნუ იღებთ, რადგან რომ არა თქვენ და თქვენი პარტია(,რომელიც მუდამ კოჰაბიტირებდით ნაცებთან)სააკაშვილის რეჟიმი ბევრად ადრე დამთავრდებოდა.სხვათაშორის 7 ნოემბერს და 26 მაისს ჩვენ მომიტინგეთა წინა რიგებში ვიდექით,ხოლო 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი მშობლები იდგნენ ასევე მომიტინგეთა წინა რიგებში და ჩვენი ასაკის ახალგაზრდების სისხლით მორწყული რუსთაველის გამზირის შემხედვარე ბოლომდე ებრძოდნენ კომუნისტურ რეჟიმს და კარიერისთვის კომუნისტურ პარტიაში არ შესულან. (თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ,  ვინ შევიდა 9 აპრილიდან რამდენიმე დღეში კომუნისტურ პარტიაში) დანარჩენს აღარ გიპასუხებთ, რადგან პასუხის ღირსიც არ ხართ!!!!!"  - წერს სადღობელაშვილი.

 

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე